პროექტის გეგმა


სასწავლო წელი:

2022
პროექტში მონაწილე კლასი:

11
მასწავლებელი/მასწავლებლები:

ნუნუ წურწუმია
ჩატარების დრო და ხანგრძლივობა: 

   ხანგრძლივობა    2 კვირა  11.10   -   25.10     2022
პროექტის სახელწოდება:

თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა
პროექტის აქტუალობა:

თეორიული ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება

პროექტის მიზანი:

თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა ჰიუგენსის ფორმულის გამოყენებით (ექსპერიმენტით).

პროექტის ამოცანები:
ჰიუგენსის ფორმულის  როლი გეოლოგიური კვლევისას,ექსპერიმენტით მიღებული შედეგების შედარება g მუდმივასთან, ფარდობითი და აბსოლუტური ცდომილების განსაზღვრა.


მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ პერიოდის   დამოკიდებულება ქანქარის სიგრძესთან, მისი ფორმულის გეოლოგიურ კვლევებში გამოყენება, ცდით მიღებული შედეგების შედარება g მუდმივასთან (მსოფლიო მიზიდულობის კანონის დახმარებით g-ს გამოთვლა) და აბსოლუტური და ფარდობითი ცდომილებების გამოთვლა.


პროექტში მონაწილე კლასის დახასიათება
11   კლასები ავირჩიე პროექტისთვის . მოსწავლეებს   გავლილი აქვთ საკითები: რხევითი მოძრაობა, პერიოდი, სიხშირე-მათი გამოსათვლელი ფორმულები. გასამეორებლად მივეცი მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გრავიტაციული მუდმივა, სიმძიმის ძალის ფორმულიდან g-ს განსაზღვრა. კლასი არის მოწესრიგებული, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა, ფუნქციების გადანაწილება და ურთიერთდახმარება.  

რესურსები
ინტერნეტი,   ექსპერიმენტისთვის საჭირო ხელსაწყოები:ძაფზე დაკიდებული ბურთულა,წამმზომი,საზომი ლენტი.

მოსალოდნელი პრობლემები
ვფიქრობ ,პრობლემა არ უნდა  შეიქმნას. ვვარაუდობ, რომ ისინი  მოახერხებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას.
შესაძლოპრობლემის  გადაჭრის გზები
გავააქტიურო წინარე ცოდნა. გავიხსენოთ თეორიული მასალა .

პროცედურა
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები
აღწერა
ინტერაქცია
დრო
აქ გაწერეთ ის ნაბიჯები, რომელსაც მოითხოვს კონკრეტულად თქვენი პროექტი.

1.      ჯგუფების დაკომპლექტება  -  4   ჯგუფი 
2.      ფუნქციების განაწილება :
ჯგუფი  N1  - მოიძიებენ ინფორმაციას G მუდმივას რიცხვითი მნიშვნელობის განსაზღვრის შესახებ. ინფორმაცია ნიუტონისა და კავენდიშის შესახებ. 
N2 მათემატიკურად ანგარიშობს g-ს რიცხვით  მნიშვნელობას ფორმულით g=GM/R2            N3.ატარებენექსპერიმენტს
N4.ადარებენ ექსპერიმენტით მიღებულ შედეგებს მუდმივას და ითვლიან აბსოლუტურ და ფარდობით ცდომილებებს.
 ჯგუფები;
















No comments:

Post a Comment